ახალი ამბები

შსს არ აკონკრეტებს, რაზე დაკითხეს ბაჩო ახალაიას ყოფილი თანამშრომელი

11 ივნისი, 2014 •
შსს არ აკონკრეტებს, რაზე დაკითხეს ბაჩო ახალაიას ყოფილი თანამშრომელი

ბაზაძის მეგობარი ელისო ასლანიშვილი აცხადებს, რომ იგი გუშინ დიღომში აიყვანეს:

 

“როდესაც ოთარ ბაზაძეს სამსახურთან მივაკითხე, დავინახე შავი ფერის იქს 5 მარკის ავტომობილი, რომელიც შემდეგ გამოგვყვა და დიღომში, გუდვილის ეზოში აიყვანეს… უთხრეს, რომ რაღაც შეკითხვები გვაქვს და ნახევარი საათით მოდულის შენობაში უნდა გადაგიყვანოთო”.


ოთარ ბაზაძე
ოთარ ბაზაძე


ბაზაძის ახლობლები და მეგობრები, მათ შორის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ამ ფაქტის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობასთან მივიდნენ. ეს უკანასკნელი ეჭვობს, რომ ბაზაძის დაკითხვაზე დაბარება ბაჩო ახალაიას საკითხს უკავშირდება:

 

“სერიოზული მუშაობა მიდის ბაჩოს საქმის კერვის ამბავში, ქუჩაში შავი ჯიპებით დასდევენ ადამიანებს და მიყავთ მოდულში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, იქ რაც ხდება, მოგეხსენებათ (შალვა თათუხაშვილი გაიხსენეთ); ციხეებში არნახული ზეწოლა მიდის იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ არ მისცეს ცრუ ჩვენება ბაჩო ახალაიაზე”, – დაწერა ნადარეიშვილმა ფეისბუკზე. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბაზაძის დაკითხვაზე მიყვანა კანონის დაცვით განხორციელდა და არავითარი გატაცება არ მომხდარა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა საკითხზე დაუსვეს შეკითხვები ოთარ ბაზაძეს:


“დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ”.


ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არც ოთარ ბაზაძემ ისურვა დაკითხვის დასრულების შემდეგ. იგი თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი