ახალი ამბები

სოლიდარობა მაღაროელებს – აქცია შრომითი ინსპექციის შექმნის მოთხოვნით[VIDEO]

10 ივნისი, 2014 •
სოლიდარობა მაღაროელებს – აქცია შრომითი ინსპექციის შექმნის მოთხოვნით[VIDEO]

აქციას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს უბედური შემთხვევის გამომწვევი რეალური მიზეზი და შეიძლებოდა თუ არა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ შრომითი ინსპექციის შექმნას:

 

“უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების შრომის უსაფრთთხოება. ინსპექციამ უნდა აკონტროლოს, დამსაქმებელი რა პირობებში ამუშავებს ხალხს,” – აცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშა გელა ჯუღლაძე.

 

პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, მაღაროელებს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული და ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.


შემთხვევა, რა დროსაც 7 მაღაროელი დაშავდა, მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ერთი მუშა ნახშირის მტვრის აალების შედეგად დაიწვა, ხოლო შემდეგ, მეთანის ამოფრქვევამ კიდევ 6 მაღაროელი დააზიანა. დაშავებულთა ნაწილი ტყიბულის საავადმყოფოში რჩება.

 

პროფკავშირების აქცია
პროფკავშირების აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი