ახალი ამბები

ზურაბიშვილს “ეეჭვება”, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს

30 ნოემბერი, 2018 • 1762
ზურაბიშვილს “ეეჭვება”, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს

სალომე ზურაბიშვილი BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა მე-3 პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობას, ზურაბიშვილი პასუხობს: “მეეჭვება, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამათლის საქმეა აღძრული.”

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით მოქალაქეობაზე წინ მართლმსაჯულების საკითხი დგას.

“მისი გუშინდელი განცხადებები, სადაც ის პოლიციასა და ჯარს კონკრეტული მხარის დაკავებისკენ მოუწოდებდა, პრობლემურია. მან ამ ქვეყანასთან კავშირი დაკარგა. დღეს ის უცხოელია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწოდებით გამოდის. ამ ქვეყანას დესტაბილიზაცია ნამდვილად არ სჭირდება. გუშინ ამომრჩეველმა ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა. ეს ისაა, რისთვისაც აქ ვარ,”-აცხადებს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი