ახალი ამბები

რომეო საჯაია: შამათავას საქმე წინასაარჩევნო პიარია, ასეთ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია

10 ივნისი, 2014 •
რომეო საჯაია: შამათავას საქმე წინასაარჩევნო პიარია, ასეთ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია

“შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნოდ, ჭიკაიძისა და ნინო გიორგობიანის მონაწილეობით, სერიალებს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნო პიარისთვის. ასეთ დანაშაულებს ადგილი არ ჰქონია, ეს არანაირად არ არის დადასტურებული. ამ საქმის მოწმეები არიან იგივე მოწმეები, რომლებიც იყვნენ რომან შამათავას წინა საქმეებზე მოწმეები”, – აცხადებს საჯაია.

 

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ 2013 წლის ჩვენებები დევს და თუ შსს–ს სხვა მტკიცებულება არ ჰქონდა, შამათავასთვის ბრალი აქამდე უნდა წარედგინა და არა წინასაარჩევნოდ:

 

საქმეში დევს 2013 წლის ჩვენებები, თუ შსს–ს ეს საქმე გამოძიებული ჰქონდა, მაშინ რას ელოდებოდნენ, რატომ არ წარუდგინეს ეს ბრალდება უფრო ადრე და წარუდგინეს წინასაარჩევნოდ?”, – აცხადებს რომეო საჯაია.


მისი თქმით, საქმეში მოწმეები შსს–ს და თავიდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან.  


დღეს, 10 ივნისს, შსს–მ სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დათო ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელ უფროსს რომან შამათავას წაუყენა.  5 ივნისს კი რომან შამათავას ბრალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე დაუმძიმა.

რომეო საჯაია
რომეო საჯაია

მასალების გადაბეჭდვის წესი