ახალი ამბები

ძიძიგური: მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელი იმდენი უნდა იყოს, რომ ადამიანს სურვილი არ ჰქონდეს

10 ივნისი, 2014 •
ძიძიგური: მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელი იმდენი უნდა იყოს, რომ ადამიანს სურვილი არ ჰქონდეს

“სკოლის პერიოდში, როცა სიგარეტის მოწევა დავიწყე, მარიხუანაც მოვწიე ერთი–ორჯერ, მაგრამ ეს მოწევაც არ იყო,”– ამბობს ზვიად ძიძიგური. 

 

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებაზე 7-წლიანი სასჯელი არ უნდა არსებობდეს, თუმცა სრული დეკრიმინალიზაციაც არ უნდა მოხდეს:

 

“მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ლეგალიზაციის. მარიხუანა არის ისეთი რამ, რომ თუ ყოველდღე ეწევი, შეუძლებელია უფრო ძლიერ ნარკოტიკზე არ გადახვიდე. ეს არ არის მხოლოდ მსუბუქი, ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ და თუ მარიხუანა ქვეყანაში ლეგალიზებული გავხადეთ, ანუ ბავშვებს ეუბნები, რომ მოწიე, რა მოხდა მერე, ახალგაზრდას, რომელიც ვითარდება, რომელიც ძიების პროცესშია, მოეწონება ეს მდგომარეობა და დავიღუპებით, მთელი ქვეყანა დაიღუპება. იოლი თემა არ არის. ვიღაც რომ გამოდის და ყვირის, რატომ აძლევენ 7 წელს მოხმარებაზეო, ვეთანხმები, 7 წელი ალბათ არ უნდა მივცეთ, ლეგალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ.”

 

 კითხვას, უნდა ისჯებოდეს თუ არა მომხმარებელი, ძიძიგური პასუხობს:

 

“უნდა ისჯებოდეს. სასჯელი იმდენი უნდა იყოს, რომ ადამიანს სურვილი არ ჰქონდეს… ჩვენ საზოგადოების გაჯანსაღებაზე ხომ უნდა ვიფიქროთ, არა? ყველამ რომ მოვწიოთ?! ხელისუფლების წამომადგენლებმა შეიძლება მოწიონ, ჟურნალისტებმა, მასწავლებლებმა? ლეგალიზაციას თუკი გააკეთებ, ანუ შენ დაბოლილი ხალხის მმართველობას უშვებ. არ შეიძლება ეს. ახალგაზრდები სხვანაირად ხედავენ, სხვანაირად უყურებენ, მესმის ეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც ცხოვრებისეული გამოცდილებაც გვაქვს, სხვანაირად ვუყურებთ ამ ამბავს. გინდა ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყო? – მაშინ დაისჯები.”

ძიძიგური
ძიძიგური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი