2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ხმათა 59.52 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს. თუმცა საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
წიანსწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ვაშაძეს მხარი 64.24%-მა დაუჭირა, ზურაბიშვილს კი 35.76-მა. ნახეთ “ნეტგაზეთის” ინფოგრაფიკი და გაიგეთ, რომელ ქალაქში რომელმა კანდიდატმა მიიღო მეტი ხმა.