ახალი ამბები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

29 ნოემბერი, 2018 • 1012
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან.

“ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი