“ბარათაშვილი-ორბელიანები ჩემი ოჯახის წინაპრები იყვნენ, ამიტომ, ორბელიანის სასახლე ჩემთვის ძალიან მისაღებია”, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
მისი წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, პრეზიდენტმა არა მოქმედ ადმინისტრაციაში, არამედ ორბელიანის სასახლეში უნდა იმუშაოს, რომელიც ათონელზე მდებარეობს.
“ეს [ორბელიანი] ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.