საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი თითქმის, 20%-იანი სხვაობით ლიდერობს. ეს “ცესკოს” პირველადი მონაცემებია. ამ დროისთვის(03:20) კომისიას ხმათა 98.76% აქვს დათვლილი.
აღნიშნული მონაცემებით, ზურაბიშვილს 59.61% აქვს, მის კონკურენტს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძეს კი – 40.39%
ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარი, ჯერ კიდევ არასრული მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1 143 111 ხმა მიიღო – 527 539 ხმით მეტი პირველ ტურთან შედარებით.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მის მიერ მიღებულ ხმათა რაოდებობა 774 468-ს შეადგენს; 173 244-ით მეტს, ვიდრე პირველ ტურში.
პირველ ტურში კანდიდატებს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 38.64%-მა(615 572-მა ამომრჩეველმა) მისცა ხმა, მის კონკურენტს კი, 37.74%-მა(601 224 ხმა), რის შემდეგაც არჩევნების მეორე რაუნდი ჩაინიშნა.