ახალი ამბები

2 ოლქი საქართველოში, სადაც წინასწარი შედეგებით ვაშაძე ლიდერობს

29 ნოემბერი, 2018 • 2245
2 ოლქი საქართველოში, სადაც წინასწარი შედეგებით ვაშაძე ლიდერობს

მასალა განახლდა 02:00-ზე.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დროისთვის (02:00) “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” მიერ ხმათა 92.15%-ია დათვლილი. ზურაბიშვილს 59.55% აქვს, მის კონკურენტს გაერთიანებული ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძეს კი – 40.45%

აღნიშნული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ორისა. აქ კანდიდატებს შორის განსხვავება მცირეა.

2 ოლქის შედეგები ასეთია:

 

 

რუსთავი:

გრიგოლ ვაშაძე – 51.51% (28 349 ხმა)

სალომე ზურაბიშვილი – 48.64% (26 689 ხმა)

თელავი:

გრიგოლ ვაშაძე – 51.36% (16 323ხმა)

სალომე ზურაბიშვილი – 48.64% (15 457 ხმა)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი