ახალი ამბები

გიგა ბოკერია: პირველი ტურის შემდგომ პროცესებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას

28 ნოემბერი, 2018 • 1530
გიგა ბოკერია: პირველი ტურის შემდგომ პროცესებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას

“ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების წინაშე,” – ასე შეაფასა არჩევნების მეორე ტური ევროპული საქართველოს ლიდერმა  გიგა ბოკერიამ.

მან მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც “თავისუფალი ნება” გამოხატეს საკმაოდ მძიმე ვითარებაში.


“საარჩევნო პროცესი დასრულებული არ არის, სანამ არ დაითვლება ყველა ხმა და მე მინდა მოვუწოდო ყველა პატიოსან ადამიანს, ვინც ახლა არის საარჩევნო უბნებზე, რომ ასევე ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ, რა პირობებიც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად დავიცვათ ის სტანდარტი და დემოკრატია, სადაც ჩვენ შგვიძლია რაიმე გავაკეთოთ ხელისუფლების ამ უმძიმესი ქმედებების და ნაბიჯების ფონზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი