ახალი ამბები

ილია მეორემ, ტრადიციულად, ხმა ისევ მარკირების გარეშე მისცა

28 ნოემბერი, 2018 • 1440
ილია მეორემ, ტრადიციულად, ხმა ისევ მარკირების გარეშე მისცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კთალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა, წინა არჩევნების მსგავსად, ისევ მარკირების გარეშე მისცა. საარჩევნო უბანზე მისულმა პატრიარქმა თქვა:

“გილოცავთ ისტორიულ დღეს. ჩვენ მივეცით ხმა ქვეყნის მთლიანობას. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ”.

საქართველოში დღეს, 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი