ახალი ამბები

ბიზნესასოციაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კერძო სექტორს მიმართავს

27 ნოემბერი, 2018 • 1057
ბიზნესასოციაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კერძო სექტორს მიმართავს

ბიზნესასოციაცია კერძო სექტორს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ. ასოციაცია ბიზნესს ახსენებს, რომ 28 ნოემბერი, არჩევნების დღე, კანონის შესაბამისად, უქმე დღეა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო საათი, ვაცნობიერებთ, რომ 28 ნოემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა ქვეყანაში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები; შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, რათა შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით,”-წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიების პროტესტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი