ახალი ამბები

ნასას მისია მარსზე წარმატებით დაეშვა

27 ნოემბერი, 2018 • 2931
ნასას მისია მარსზე წარმატებით დაეშვა

კოსმოსში 7-თვიანი მოგზაურობის შემდეგ, ნასას (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს) ხომალდი სახელად InSight-ი პლანეტა მარსზე დაეშვა.

დაშვებიდან რამდენიმე წუთში რობოტმა ნასას გამოუგზავნა შეტყობინება, რომ არაფერი უჭირს, და ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია ის ზედაპირი, სადაც იგი დაეშვა.

რობოტმა ჯერ უნდა მოახერხოს ძალის გამომუშავება, რათა სისტემები აამუშავოს და აღჭურვილობა მწყობრში მოიყვანოს. BBC-ის თანახმად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნასამ InSight-ის სამეცნიერო მისიაზე ფიქრი.

InSight-ის მისიაა, გაიცნოს მარსის შიდა სტრუქტურა. ნასას მეცნიერებს სურთ, იცოდნენ, როგორ არის პლანეტა აგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი