თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესტორან “სტრადასთან” ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.
შსს-ის ცნობით, სროლაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც ნიკა რურუა, თვითმხილველი, წერს, “სტრადასთან” მდებარე პარკინგის ტერიტორიიდან ერთმა ან რამდენიმე პირმა ცეცხლი გაუხსნა რესტორნის ვერანდაზე მსხდომ ახალგაზრდებს.
მისი ინფორმაციით, სულ ცოტა, ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.
შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიდასტურეს, თუ რამდენი ადამიანია დაშავებული სროლის შედეგად.
ნეტგაზეთი დეტალების გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.