ახალი ამბები

ჩემო თანამოქალაქეებო არც ერთი ჯგუფი თქვენს პოზიციას არ გამოხატავს – პრეზიდენტი არჩევნებზე

26 ნოემბერი, 2018 • 2223
ჩემო თანამოქალაქეებო არც ერთი ჯგუფი თქვენს პოზიციას არ გამოხატავს – პრეზიდენტი არჩევნებზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. როგორც ის განმარტავს, ამჟამინელი საარჩევნო სუბიექტები თუ პოლიტიკური პარტიები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გამტარებლები არ არიან.

მარგველაშვილმა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში იმის შემდეგ განაცხადა, რაც განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ჩამოშორებოდა.

“იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ პირველი: კონსტიტუციურად ძალიან შეზღუდული უფლებები აქვს პრეზიდენტს და მე ხელახალა ამას ეფექტურად ვეღარ განვახორციელებდი. მეორე – ზუსტად ვიცოდი, პოლიტიკური ლანდშაფტი და რეალობა. მე უნდა ჩავმდგარიყავი ან ერთ, ან მეორე ბანაკში. ან უნდა ვყოფილიყავი “ოცნებასთან” ან “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

ამის გაკეთება, ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი ორი მიზეზით: არც ერთი ჯგუფი არანაირად არ გამოხატავს ჩემს პოზიციას. არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით… არაფრით.  ჩემო თანამოქალაქეებო, არც თქვენს პოზიციას გამოხატავენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემი ერთ, ან მეორე ჯგუფთან დადგომა, არ იქნებოდა თქვენთვის სამსახური,” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ამავე თემაზე

მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

მასალების გადაბეჭდვის წესი