ახალი ამბები

მელიქიშვილზე m²-ის შენობის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

24 ნოემბერი, 2018 • 1729
მელიქიშვილზე m²-ის შენობის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშენებლობიდან 30-ოდე წლის მუშა გადმოვარდა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მუშა მელიქიშვილის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა.

აქ სამუშაოებს აწარმოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია, დამკვეთი კი არის კომპანია m².

გარეკანის ფოტო: ნინო ტყეშელაშვილი/ფეისბუკი

მასალების გადაბეჭდვის წესი