ახალი ამბები

ტოჩინოშინმა ბაშოს მე-14 დღეს გაიმარჯვა და დადებითი ბალანსი გაინაღდა

24 ნოემბერი, 2018 • 1555
ტოჩინოშინმა ბაშოს მე-14 დღეს გაიმარჯვა და დადებითი ბალანსი გაინაღდა

24 ნოემბერს, კიუშუს ბაშოს ბოლოსწინა, მე-14 დღეს ოძეკმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) დაამარცხა სეკივაკე მიტაკეუმი.

ამ გამარჯვებით ტოჩინოშინმა ჩემპიონატში დადებითი ბალანსი გაინაღდა — ბოლო, მე-15 დღისთვის მისი ბალანსია 8-6, რაც ნიშნავს, რომ მას 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული და 6-ჯერ დამარცხდა.

25 ნოემბერს, მე-15 დღეს, ტოჩინოშინი ხვდება მე-7 მაეგაშირას, შოჰოზანს, რომლის ბალანსიც არის 9-5.

82 მატჩიდან ტოჩინოშინს 59 გამარჯვება აქვს. თუკი ხვალაც მოიგო, იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი