გოგა ბერეგვაძის თქმით, 52 წლის მამუკა ნებიერეიძე 3 ივნისს, გამთენიისას, სავარაუდოდ, დენის დარტყმის გამო გარდაიცვალა:
“მამუკა ნებიერიძე მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს ელექტრომონტიორად. 3 ივნისს, გამთენიისას იყო დაზიანებული ხიდური ელექტროამწის ხაზი, მივიდა გასაკეთებლად და გარდაიცვალა. კონკრეტულად რა მოხდა, ამას უბედური შემთხვევების შემსწავლელი კომისია დაადგენს.”
მისივე თქმით, პროფკავშირმა ამ კომისიაში შრომის დაცვის ინსპექტორის ჩართვა მოითხოვა:
“მოვითხოვეთ, რომ ჩვენი წარმომადგენელბი ჩართონ ამ კომისიაში და საქმე გამოძიებული იქნას შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად.”
