გოგა ბერეგვაძის თქმით, 52 წლის მამუკა ნებიერეიძე 3 ივნისს, გამთენიისას, სავარაუდოდ, დენის დარტყმის გამო გარდაიცვალა:

 

“მამუკა ნებიერიძე მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი საამქროს ელექტრომონტიორად. 3 ივნისს, გამთენიისას იყო დაზიანებული ხიდური ელექტროამწის ხაზი, მივიდა გასაკეთებლად და გარდაიცვალა. კონკრეტულად რა მოხდა, ამას  უბედური შემთხვევების შემსწავლელი კომისია დაადგენს.”

 

მისივე თქმით, პროფკავშირმა ამ კომისიაში შრომის დაცვის ინსპექტორის ჩართვა მოითხოვა:


“მოვითხოვეთ, რომ ჩვენი წარმომადგენელბი ჩართონ ამ კომისიაში და საქმე გამოძიებული იქნას შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად.”

ფეროშენადნობთა ქარხანა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *