ახალი ამბები

“ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით” — ზურაბიშვილი

21 ნოემბერი, 2018 • 2276
“ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით” — ზურაბიშვილი

“ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით”, – ამბობს “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო, ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში.

“ქალი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მძიმე წლებში ქალებს მოუწიათ საკუთარ თავზე ბევრი ისეთი ფუნქციის აღება, რომელიც მათ ადრე არ ჰქონდათ”, – ამბობს ზურაბიშვილი რეკლამაში და დასძენს, რომ “ქალებმა მამაკაცებთან ერთად იბრძოლეს ოჯახების გადასარჩენად”.

“მე ორი შვილი მყავს, ვაჟი და გოგო, ორივე ერთნაირად მიყვარს და ორივეს ერთსა და იმავე პასუხისმგებლობას ვაკისრებ. მე ისინი „ვეფხისტყაოსნის“ იდეალებზე გავზარდე”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი