ნეტგაზეთი | “თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერენ “თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერენ – Netgazeti
RU | GE  

“თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერენ

“თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რის აუცილებლობაზეც მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, ისაუბრა მხარს არ უჭერენ.

ამასთან, “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში არცერთ კანდიდატს უჭერენ მხარს.

თავისუფალ დემოკრატებს“ ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ არ მიგვაჩნია არც „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვხატავთ მხარდაჭერას არცერთი ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მიმართ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ”, – აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები.

პარტიის თქმით, მათი ამგვარი პოზიცია  ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები.

 

 თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ”.

მათივე თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება. პარტიის განცხადებით, დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი.

პარტია ხელისუფლებას მიმართავს

  • უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. არჩევნებში ობიექტურად დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი, მეორე ტურში მონაწილე რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოც არ უნდა იყოს ის,  მიიღოს ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებად და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოს მის დამახინჯებას;
  • მაქსიმალურად სწრაფად დააყენოს პარლამენტში საკითხი მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ეს ერთის მხრივ, უპასუხებს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ნების პროპორციულად, სამართლიანად ასახვას არჩევნების შედეგებში.

ამავე თემაზე

დროებითი პრეზიდენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – უსუფაშვილის “შეთანხმების ფორმულა”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com