ახალი ამბები

კალაძე: მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას, რომ გაიმარჯვოს “ნაცმოძრაობამ” და სხვა პარტიებმა

3 ივნისი, 2014 •
კალაძე: მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას, რომ გაიმარჯვოს “ნაცმოძრაობამ” და სხვა პარტიებმა

“ირაკლი ღარიბაშვილი არ არის მხოლოდ პრემიერ–მინისტრი, ის არის კოალიციის ლიდერი, და როგორც ყველა პარტიას აქვს სურვილი ყველა რეგიონში იყოს წარმატებული, ასევე “ქართულ ოცნებას” აქვს პრეტენზია მთელი რეგიონების მასშტაბით ვიყოთ გამარჯვებულები. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უნდა მაქსიმალური შედეგი დადოს. რადგან მე ვფიქრობ, სხვა კონტექსტში ამ საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს” – ეს განცახდება კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ეთერში გააკეთა. 

 

“მოვუწოდებ ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ უნდა დაუშვან, რომ გაიმარჯვოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სხვა პილიტუკურმა პარტიებმა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გამრჯვება, რაც დავიწყეთ 2012 წლის 2 ოქტომბერს, უნდა გავაგრძელოთ 15 ივნისს. რც შეეხეება საარჩევნო გარემოს, კამპანია მიმდიანრეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ვერ იქნა წარმოდგენილი. ვინც ზეწოლის ობიექტი გახდა, მათ არ წარმოადგინეს საჩივარი. მოხდება მოკვლევა, თუ დადასტურდა დარღვევის ფაქტები, დამნაშავე დაისჯება.” 

 

არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”, ეს განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს ოზურგეთში “ქართული ოცნების” კანდიდატების წრდგენისას გააკეთა.  

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი