ახალი ამბები

ანონსი 27 მაისი

26 მაისი, 2014 • • 1725
ანონსი 27 მაისი

09:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიხსნება კონფერენცია “ქართული დიასპორის დღეები 2014”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

10:30 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება.
თემა: “ადრეული ქორწინების პრევენცია – გენდერული თანასწორობისა და 
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”.

10:30 საათზე, თბილისის საააპელაციოს სასამართლოში ცაგარელის ქუჩის მცხოვრებლები და საკრებულოს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დასწრებიან პროცესს, სადაც ავარიული სახლის ახლოს მშენებლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.


11:00 საათზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

 

11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე პროცესები, დიმიტრი დარბასიელის მიერ თანამდებობის დატოვება, ლალი მოროშკინას მოთხოვნა, მაღალი თანამდებობის პირების პრემიები.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 

თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი, ექიმი გელა ღლიღვაშვილი და ექიმი თამაზ ვაშაკიძე განცხადებას გააკეთებენ. 
თემა: გეგმის წარდგენა თბილისის მოსახლეობისთვის ჯანმრთელი და უვნებელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად – გასატარებელი ღონისძიებები.

11:30 საათზე, პარტია “საქართველოს გზა” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 

თემა: “საქართველოს გზის” მაჟორიტარ კანდიდატებზე დაფიქსირებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა.
მის: ნინო ჩხეიძის ქ. #37

11:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

12:00 საათზე, ბიზნესმენი გიორგი კოდუა გამართავს ბრიფინგს, სადაც პრემიერ მინისტრის მისამართით სპეციალურ მიმართვას გააკეთებს. 
“პირიმზე პლაზას (ყოფილი “პირიმზის”) შენობის მეხუთე სართული
საკონტაქტო ტელ: 577 74 66 25

12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

 

12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხატებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დაესწრება

 

12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი პრესკონფერენიცას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ევროინტეგრაცია და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები

 

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში კოალიცია “ერთიანი ოპოზიციის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. 

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლები, რუსული ბაზრის ქართული პროდუქტისთვის გახსნა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თარხან გასვიანი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი პროგრამა G-PAC ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

 

12:00 საათზე, “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.
თემა: ყველის კვლევის საგანგაშო შედეგები.

12:00 საათზე, პროკურატურის კვირეულის ფარგლებში, ქ. თბილისის პროკურატურას მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილეები – გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე ესტუმრებიან. 
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

12:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” მოსახლეობას ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარუდგენს. 
მის: სამღერეთის ქ. #5
ტელ: 571 77 51 13 შოთა მაქაცარია

12:30 საათზე, “პირველ პერესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პატიმარ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებული შოთა შანიძის ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ.

12:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ანტიტერორისტული ოპერაცია დონეცკში, საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლები, რუსული ბაზრის ქართული პროდუქტისთვის გახსნა.

12:30 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცაგერის მოსახლეობას შეხვდება.

13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კონტრაბანდული სპირიტს საქმეზე დავით კეზერაშვილის და მეირ ჯანაშვილის განაჩენი გამოცხადდება.

13:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “მწვანეთა პარტიის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: ევროპარლამენტის არჩევნებში “მწვანეთა პარტიის” გამარჯვება.

13.00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტის” “თამარ მეფის დარბაზში” ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ბრიფინგს გამართავს.
თემა: “საერთაშორისო ინვესტიციების ბედი კლანური მმართველობის პირობებში”.

13:00 საათზე, პროკურატურის კვირეულის ფარგლებში, სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპს საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილეები – გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე დაესწრებიან. 
მის: კოსტავას ქ. #68ა, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, შესასვლელი ხილიანის მხრიდან 

13:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე, ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

14:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის აკნდიდატი კახა კუკავა მოსახლეობას შეხვდება. 

მის: ცოტნე დადიანის ქ. #2 (პატარა ბაზართან მიმდებარე სკვერი) 
ტელ: 571 77 51 13 შოთა მაქაცარია.

14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის ღია უნივერსიტეტის, სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნობს.

 

14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ICCN” (კონფლიქტებისა და მოლაპააკებების საერთაშორისო ცენტრი)” და “IMTD” (მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველო,,) ერთობლივ კონფერენციას გამართავს.

თემა: ,,სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლო თანაცხოვრების პერსპექტივები”.
მის: მაჩაბლის ქ. #5

14:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის საჩივრის განხილვა გაგრძელდება.

14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებს შეხვდება.

14:00 საათზე, წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნის “თბილისის
თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში” პრეზენტაცია გაიმართება.

15:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ახალი კვლევის – “არაეთიკური ნარკოპოლიტიკა – ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი” პრეზენტაციას გამართავს.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ” 

15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრი” საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, გამართავს საქველმოქმედო აქციას,რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასცემენ მექანიკურ სავარძლებს და სიარულში დამხმარე სპეციალურ ეტლებს.
სამების საკათედრო ტაძარი – ახალგარდული ცენტრი;
საკონტაქტო პირი: მიხეილ დიაკონიძე – 577 55 15 05

 

16:00 საათზე, დიასპორის დღეების ფარგლებში, “ქარვასლის” მუზეუმის დარბაზში გამოფენა – “ჩვენ აქ ვართ” გაიხსნება. 

16:00 საათზე, კუს ტბაზე “არასაპარლამენტო ოპოზიციის” დელისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლაშა ჩხარტიშვილის საპროტესტო აქცია გაიმართება. 
თემა: უკანონო მშენებლობა კუს ტბაზე
ტელ: 598 73 12 22 ლაშა ჩხარტიშვილი.

 

16:15 საათზე, პროკურატურის კვირეულის ფარგლებში, ქ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ესტუმრებიან.
მის: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. #20

17.00  საათზე, მცხეთაში,  კოალიცია  “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აქცია გაიმართება.
მის: მცხეთა, ცენტრალური მოედანი 
საკონტაქტო პირი გრეტა წიწავა – 599 19 26 28

17:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანა Christian Broadcasting Network (CBN)-ის რეგიონული ფილიალის დირექტორი, გვატემალაში საქართველოს საპატიო კონსული, მარიო ადოლფო ბუკარო ფლორესი საქართველო-გვატემალას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრიდონ საყვარელიძეს და ჯგუფის წევრებს შეხვდება. 

17:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დარბაზში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე პრესკონფერენციას გამართავს. 

17:00 საათზე, პროკურატურის კვირეულის ფარგლებში, ქ. ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლაში, იმიტირებული გამოძიება ჩატარდება, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაესწრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი