2014 წლის პირველი აპრილიდან თეონა აქუბარდია უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩევლად მუშაობდა. ის არის “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
2011–2013 წლებში იყო „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე. ასევე, 2009 წლიდან დღემდე “საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის წევრია. ის აგრეთვე არის მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).