ახალი ამბები

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

3 ივნისი, 2014 •
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

“ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში’, – ეს განცხადება საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.


საპატრიარქო
საპატრიარქო

 

მანამდე სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანმა ელიზბარ დიაკონიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, სინოდზე ილია მეორის გადადგომის საკითხი დადგეს და მან მრევლს 3 ივნისს აქციის გამართვისაკენ მოუწოდა პატრიარქის მხარდასაჭერად. დღეს საპატრიარქოსთან 10-მდე ახალგაზრდაა შეკრებილი, თუმცა ისინი კომენტარს არ აკეთებენ.


როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, სინოდის განჩინება დაახლოებით 18:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი