შემოწმება ეხებოდა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს.
ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა -სამსახურიდან გათავისუფლება.
გარდა ამისა, მითითება მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები.
15 მაისს არსებულ დარღვევებზე განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.

უჩა ნანუშვილის განცხადებით, #7 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელებმა აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ გაერკვიათ რა ხდებოდა, თუმცა ზემოთ ხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა.
როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, მე–7 და მე–15 დაწესებულებების ტერიტორიაზე შესვლისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაჟინებით სთხოვდნენ დაეტოვებინათ მაჯის საათები. სახალხო დამცველის განცხადებით, მის თნამშრომლებს საათები სამუშო პროცესში სჭირდებოდათ.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტები მიუთითებს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ სასჯელაღსრულების დეპრტამენტის თანამშრომლების დამოკიდებულებაზე და წარმოადგენს მათი საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას:
“ეს არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ აუცილებელია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ჩატარდეს სამსახურეობრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატრდეს.”
16 მაისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სახალხო დამვცელის, უჩა ნანუშავილის მიერ გაეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“უჩა ნანუაშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე იყო შემოსული ოფიციალური წერილი მისგან. გენერალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო მოკვლევა და თუ დადასტურდება რაიმე გადაცდომა მე–7 დაწესებულებაში თუ სადმე სხვაგან, მიღებული იქნება ძალიან მკაცრი, შესაბამისი გადაწყვეტილება. ”







