ახალი ამბები

ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის თანამდებობა დატოვა

2 ივნისი, 2014 •
ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის თანამდებობა დატოვა

როგორც ნერგაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მან ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს, 30 მაისს დაწერა.

 

რაც შეეხება მოტივაციას, ნერგაძის თქმით, მისთვის პარლამენტში დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა საინტერესო იყო, თუმცა გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდეს. ნერგაძე მუშაობას კვლავ რადიო თავისუფლებაში გააგრძელებს.

 

ნიკო ნერგაძე
ნიკო ნერგაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი