ახალი ამბები

ბურჯანაძე: “ქართული ოცნება” ემზადება ერთპარტიული დიქტატურისთვის

2 ივნისი, 2014 • • 976
ბურჯანაძე: “ქართული ოცნება” ემზადება ერთპარტიული დიქტატურისთვის

“მინდა საზოგადოების ყურადღება ერთ საგანგაშო ფაქტზე მივაპყრო. ჩვენ გადავწყვიტეთ საგანგებო ბრიფინგი მივუძღვნათ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება დააანონსა. მხედველობაში გვაქვს “ქართული ოცნების” ლიდერის, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” არც ერთ რეგიონში და რაიონში არ დაუშვებს იმას, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს არჩევნებში. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის პირდაპირი დავალება ყველა ადგილობრივი თანამდებობის პირისათვის, პოლიციაში, გამგეობებში, რომ გააყალბონ არჩევნები. ნებისმიერი გზით ხელი შეუშალონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დააფიქსირონ ის ხმები, რასაც ისინი მოსახლეობისაგან მიიღებენ. ამ ფონზე აღარ არის გასაკვირი ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მარნეულში, დმანისში, ნინოწმინდაში. მსაგვსი ტიპის განცხადება თავად სააკაშვილსაც კი არ გაუკეთებია. ის ამას აკეთებდა [არჩევნების გაყალბება] რეალურად. მაგრამ იმდენი ჭკუა ყოფნიდა, რომ ხმამაღლა მაინც არ დაეანონსებინა არჩევნების ტოტალური გაყალბება. ღარიბაშვილის ეს გნცხადება, თუ შეგნებულად არ არის გაკეთებული, მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ განმარტება გააკეთოს და შეცვალოს თავისი განცხადება. თუ ეს შეგნებულად აქვს გაკეთებული, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიული დიქტატურისათვის ემზადება. მსგავსი ტიპის განცხადება საქართველოს ჩრდილოეთ კორეას ამსგავსებს.”      

 

ბურჯაანძე დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და აფრთხილებს, რომ არჩევნების გაყალბების საფრთხე არსებობს: “მე მინდა პირდაპირ მივმართო აშშ–ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნოლანდს და ევროკომისიის ელჩს ფილიპ დიმიტროვს, ასევე, აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში: ბატონებო და ქალბატონებო, საგანგაშო სიგნალია დღეს საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.”  

 

ირაკლი ღარიბაშვილიმა  არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება, 31 მაისს ოზურგედში კანდიადტების წარდგენისას გააკეთა: “არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”, – განაცხადა მან.

 

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი