ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იგი დღეს სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებაც სწორედ იქ გააკეთა.
” სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს სოფლები, სადაც გაზი და ელექტროენერგია არ არის . ჩვენ შევისწავლეთ, რომელ რეგიონში რისი წარმოება არის შესალებელი და ხვალიდან ვიწყებთ პროგრამას “აწარმოე საქართველოში”, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ წლების გნმავლობაში დაგროვილ პრობლემებს. ვაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რომ ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა დემოგრაფიულ ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონში ყოველ მეოთხე ოჯახზე მთაში გაიცემა 200 ლარი, ხოლო ბარში- 150 ლარი.
მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მინიჭების წესის, ასევე, მისი აღსრულების მექანიზმების შესახებ.
ერთი წლის გოგიტა აბაშიძე 2013 წელს შიმშილის გამო გარდაიცვალა. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირდა, თუმცა ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდა.






