ახალი ამბები

დაჯილდოება საპატრიარქოში და “მრავალფეროვნება” საჩუქრად ილია მეორეს [VIDEO]

30 მაისი, 2014 • • 1571
დაჯილდოება საპატრიარქოში და “მრავალფეროვნება” საჩუქრად ილია მეორეს [VIDEO]

ფონდს 350 ათასი ლარი შესწირა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა. ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, ეს თანხა სწორედ საგრანტო პროექტებზე იხარჯება. 

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება მიეცათ ფონდისათვის განსახილველად წარედგინათ პროექტები გრანტის მოსაპოვებლად. ცერემონიაზე მოხდა კონკურსში მონაწილე გამარჯვებული პროექტების ავტორთა დაჯილდოვება შემდეგი მიმართულებით:

• 2014-2015 წლების დოქტორანტურის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები;

• ბავშვებში წიგნიერებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა;

• სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში;

• საღვთისმეტყველო თარგმანები

• ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლის ხელშეწყობა დიასპორებში”, – ნათქვამია ილია მეორის ფონდის განცხადებაში.

ილია მეორე და დავით იაკობაშვილი საპატრიარქოში - 30.05.14
ილია მეორე და დავით იაკობაშვილი საპატრიარქოში – 30.05.14

დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ ილია მეორე, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრები, ფონდის აღმასრულებელი მდივანი და ფონდის გენერალური მენეჯერი ლაშა ჟვანია.

ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომელსაც სპეციალურ საჭიროებათა მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გამიზნული არტთერაპიის პროექტი დაუფინანსდა, პატრიარქს ცისარტყელას ფერებში დახატული ქოლგის სურათი და ზემოხსენებული ბავშვების მიერ გაკეთებული სკივრი აჩუქა.



ლაშა ჟვანიას განმარტებით, სულ 29 პროექტი დაფინანსდა, თუმცა დღეს მხოლოდ ჰუმანიტარული პროფილის მქონე პროექტების ავტორები დააჯილდოვეს, ხოლო იმ პროექტების ავტორები, რომელთა ნაშრომებიც სოფლის მეურნეობის თემატიკას უკავშირდება, მოგვიანებით დაჯილდოვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი