გოგი გახარიამ დეკემბრში უწყებაში ყველაზე მაღალი, 39 130 ლარი პრემია მიიღო. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება, სუბარი განმარტავს:
“რომ ვთქვათ, რომ დიდი განსხვავება იყო პრემიის ოდენობაში სხვა მოადგილეებთან, ეგრეც არ არის, სისტემაში წესრიგის დამყარებისთვის ბევრი რამე გაკეთდა. ის, რომ ადამიანს გამოუწერეს დიდი პრემია, მგონია, რომ ამ ადამიანის დანაშაული არ არის”.
მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი დიმიტრი დარბაისელმა დატოვა, თავმჯდომარის მოვალეობას სიმონ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო დღეს მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა. გოგი გახარიას მსგავსად გასული წლის დეკემერში მაღალი პრემია სიმონ მაჩაიძემაც მიიღო, პრემიის ოდენობამ 38 733 ლარი შეადგინა.


![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




