ახალი ამბები

ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

29 მაისი, 2014 •
ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ინციდენტი დღეს, შუადღისას ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. 40-წლამდე მამაკაცს თავს დაესხნენ და დაჭრეს.


“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ დროისათვის დაკავებულია ერთი პიროვნება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი