საბერძნეთის მთავრობამ სამედიცინო კანაფის კულტივაციისა და დამუშავების შესახებ პირველი ორი ლიცენზია გასცა.
ხუთწლიანი ლიცენზია მიიღო ორმა კომპანიამ: Biomecann-მა და Bioprocann-მა, რომლებიც 22 მილიონი ევროს ინვესტირებას და 100 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.
საინფორმაციო პორტალ greekreporter-ის ინფორმაციით, მთავრობა წლის ბოლომდე კიდევ 12 ლიცენზიის გაცემას გეგმავს.
“ძალიან დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, კანადისა და ისრაელის მხრიდან. ზოგიერთი მათგანი უდიდესი პოტენციური ინვესტორია”, – განაცხადა საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სტერხიოს პიტსიორლასმა.
მისი თქმით, პირველი სამედიცინო კანაფის პროდუქცია ბაზარზე 12-დან 18 თვეში გამოჩნდება. ინდუსტრია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
საბერძნეთმა კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზაცია გასული წელს მოახდინა.