აქედან 69 მამაკაცია და 10 ქალბატონი. გათავისუფლებული 10 ქალბატონიდან ორს პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
სხდომებზე იმ მსჯავრდებულების შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.
სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2 954 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის, 331 ქალი და 47 არასრულწლოვანი. მაშინ, როდესაც 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. მათ შორის, 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.







