ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილს ჯერ მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი პოსტი წაშალა

16 ნოემბერი, 2018 • 8865
ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილს ჯერ მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი პოსტი წაშალა

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე განათავსა დოკუმენტური ფილმის აფიშა, გერმანულენოვანი სახელწოდებით“48 Stunden Georgien”, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილი მონაწილეობს. მან პიანისტს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ეს პოსტი მის ფეისბუქ პროფილზე დღეს, 16 ნოემბერს განთავსდა და დაახლოებით 30 წუთში წაიშალა.

პოსტზე მალევე გაჩნდა არაერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელთაც ბუნიათიშვილის ეს აფიშა ზურაბიშვილის მხარდამჭერ გზავნილად აღიქვეს. კანდიდატის არაერთი მხარდამჭერი აღნიშნულს “სასიამოვნო მოულოდნელობად” და “მოულოდნელ სიურპრიზად” აფასებდა.

რეალურად, ეს არის დოკუმენტური ფილმის აფიშა, სახელწოდებით “48 Studen Georgien”(48 საათი საქართველოში), რომელიც ტელეარხ ARTE-ზე გავიდა.

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ყოველთვის აფიქსირებდა მხარდაჭერას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ის 2013 წელს გადაღებულ კლიპშიც მონაწილეობს, რომელშიც ექსპრეზიდენტის მმართველობის 9 წელია წარმოდგენილი და თავად სააკაშვილის მაშინდელი ადმინისტრაციის მიერაა გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი