ახალი ამბები

უგულავა: საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის დატოვებული “შავი ხვრელი” ამოავსო

23 მაისი, 2014 • • 1096
უგულავა: საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის დატოვებული “შავი ხვრელი” ამოავსო

გიგი უგულავამ “რუსთავის 2”-ის ეთერში “კურიერს” განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ გასაჩივრებული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი მიეცემა, რადგან ამის შემდეგ პროკურატურას მათზე პოლიტიკური მოტივით ზემოქმედების ბერკეტი აღარ ექნება. 

 

“ეს გადაწყვეტილება მე მივიღე იმიტომ, რომ ჩემი გუნდის წარმომადგნელები, რომლებიც კენჭს იყრიან საკრებულში თუ მერად, ჰქონოდათ სრული თავისულება. ნიკა მელია გამარჯვების შემთხვევაში იქნება ზეპარტიული მერი. ნებისმიერი თანამდებობის პირს თანადგომა სჭირდება. მე ამიტომაც არ ვიყრი კენჭს საკრებულოში, რომ არჩეულ მერს, თუ ქალაქის მერი გახდა ნიკა მელია, ასეთ შემთხვევაში ის იყოს თბილისის ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი მერი, ჩემი ჩათვლითაც, და ის მოქმედებდეს მხოლოდ თბილისელების ინტერესით”,- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

თბილისის ყოფილი მერის თქმით, როცა პარლამენტმა ზარზეიმით მიიღო დამახინჯებული სახით თვითმმართველობის კოდექსი, შავი ხვრელი დატოვა, რათა თვითმმართველობაში არჩეულ არასასურველ პირზე ზემოქმედება მოეხდინათ.

 

“ეს შავი ხვრელი დაიტოვა მთავრობამ მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შავი ხვრელი ამოავსო. ანუ 15 ივნისს არჩეულ გამგებლებსა და მერებს ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ყველა რაიონში პირდაპირი წესით. აწი მათ არჩევას ექნება აზრი, ვინაიდან მათ არ ექნებათ შიში, რომ პროკურორატურას ან მთავრობას არ მოეწონება მათი ქმედება, ასე დამამცირებლად, ისნტიტუტის და არა პიროვნებების, შეძლებს მათ გადაყენებას”,- ამბობს გიგი უგულავა. 

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს თბილისი მერად აღდგენის მოთხოვნით, გიგი უგულავამ უპასუხა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოიქცა უკანონონდ და ამ უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრება სურს და არა თანამდებობაზე დაბრუნება. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც გაუქმდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159–ე მუხლი და 160–ე მუხლის ნაწილი.

 

გიგი უგულავა კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებდა, რომ 2010 წელს ის ოთხი წლის ვადით აიჩიეს თანამდებობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით  საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადააყენა თანამდებობიდან. უგულავას თქმით, მისი, როგორც არჩეული თანამდებობის პირის ასეთი წესით ვადამდე გადაყენების შესაძლებლობის დაშვება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე (საარჩევნო უფლება), 29-ე  (სახელმწიფო თანამდებობის დაკავება) და 30-ე  (შრომის თავისუფლება) მუხლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი