“სან-მარინოს და საქართველოს ძალიან ბევრი აქვთ საერთო. საქართვლოში პირველად 2006 წელს ჩამოვედი და მქონდა შეგრძნება, რომ ხელახლა დავიბადე. ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამიმძაფრდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა მივიღე და ახლა, როდესაც მივიღე ეს წოდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის მეღვინეობისა და ვაზის ქვეყანა. ჩვენ იტალიაში გვაქვს ლაბორატორია, სადაც ღვინოს მეცნიერულად ვსწავლობთ, ვატარებთ კვლევებს და ამის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ამ სფეროსთან მაქვს შეხება”,- განაცხადა კონსულმა ლანატიმ.
სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო თბილისში, თავისუფლების მოედანზე #4-ში დაიდებს ბინას.
საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას 2000 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა, ხოლო 2006 წელს საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოში აქამდე სან-მარინოს საკონსულოს ოფიციალური მისამართად მითითებული იყო ილია ჭავჭავაძის #39, სადაც “ქართუ ბანკი” მდებარეობს.








