ახალი ამბები

სოფელ უდეში ვალის გადაუხდელობის გამო კაცმა ქალი მოკლა

22 მაისი, 2014 •
სოფელ უდეში ვალის გადაუხდელობის გამო კაცმა ქალი მოკლა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის რაიონის სოფელ უდეში, ნასესხები ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელიც შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიცია
პოლიცია

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი