ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ლალი მოროშკინამ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად გაიყვანეს და ამაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი მონაწილეობდა.
მოროშკინამ ასევე განაცხადა, რომ დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები დანიშნა, რომელთაც არაერთ დანაშაულში მუძღვით წვლილი. მისივე თქმით, დარბაიესლმა 4 000 თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევის სოციალური პაკეტის თანხები მიითვისა.
მოროშკინა დარბაისელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების დასჯას და თანამშრომლების დაზღვევისთვის გამოყოფილი თანხების დაბრუნებას ითხოვს.