ახალი ამბები

საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ საარჩევნო კამპანიას – ევროკავშირის ელჩი

13 ნოემბერი, 2018 • 2134
საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ საარჩევნო კამპანიას – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას ნეგატიურად აფასებს. კარლ ჰარცლერი იმედს გამოთქვამს, რომ კანდიდატების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტები გამოძიებული იქნება.

“კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, ყველა ეს ფაქტი გამოძიებული იქნება,” – აცხადებს კარლ ჰარცელი. მისი კომენტარის თარგმანს “რუსთვი 2” ავრცელებს.


“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ზურაბიშვილის თქმით, მას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები ემუქრებიან. პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი