ახალი ამბები

კიდევ ერთი ცრუ შეტყობინება, ამჯერად -კორპუსში

19 მაისი, 2014 •
კიდევ ერთი ცრუ შეტყობინება, ამჯერად -კორპუსში

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა და შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, თუმცა ამ დროისათვის ფალიაშვილის ქუჩაზე მუშობენ მესანგრეები და კინოლოგები. 


დღეს ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება კიდევ სამ ობიექტში განხორციელდა. 


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მე–2 საჯარო სკოლის შემდეგ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 55–ე საჯარო სკოლაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შევიდა. 


“ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ 112–ში არ შესულა, უშუალოდ ობიექტებზე დარეკეს და განაცხადეს, რომ ბომბია. მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს მუშაობა”, – აცხადებენ შსს–ს პრესსამსახურში.

 

გამოძიება ოთხივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის პასუხისმგებლობის ზომია. გარდა ამისა, ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამკაცრდა 112-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის


მასალების გადაბეჭდვის წესი