ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სტიქიის გამომწვევ მიზეზებს განმარტავს

19 მაისი, 2014 • • 1048
ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სტიქიის გამომწვევ მიზეზებს განმარტავს

“სტიქიის გამომწვევ მიზეზად ექსპერტები გარე ფაქტორებს არ მიიჩნევენ. სპეციალისტების შეფასებით,  აღნიშნული ტრაგდია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის – მყინვარწვერის ჩრილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობის კავშირს მეწყერის ჩამოწოლასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ორი ადგილი გეოლოგიურად სხვადასხვა ზონაშია:


“სპეციალისტთა შეფასებით ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია.  ჰესის მშენებლობის ადგილი 20კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კავშირი არა აქვს კატასტროფასთან”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.


დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 17 მაისს თერგი დაგუბდა, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოექცა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომლებშიც ისხდნენ მძღოლები.

 

მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო. ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანი ითვლება დაკარგულად, სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში ამ დრომდე გრძელდება.


დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი