ახალი ამბები

პრემიერმა ზუგდიდში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

18 მაისი, 2014 • • 1399
პრემიერმა ზუგდიდში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

მმართველი კოალიციიდან ზუგდიდის გამგებლობისთვის ედიშერ თოლორაია იბძროლებს, აბაშაში – მამუკა კვიტაშვილი, სენაკში – გოჩა დგებუაძე, მარტვილში – ალექსანდრე გრიგალავა, ხობში – გოჩა ქაჯაია, წალენჯიხაში – გუბაზ გულორდავა, ჩხოროწყუში დავით გოგუა, მესტიაში – კაპიტოლ ჟორჟოლიანი.

 

პრემიერმა დღეს ფოთის და ზუგდიდის მერობის კანდიდატებიც წარადგინა – ირაკლი კაკულია და ირაკლი გოგოხია.


კანდიდატების წარდგენამდე ღარიბაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობაზე და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ახალი მთავრობა სამეგრელოს რეგიონში აპირებს. ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ივლისიდან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ზუგდიდში ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყება. სიტყვის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მეგრულ ენაზე მიესალმა.


ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებშიც იგი უკვე იმყოფებოდა იმერეთსა და შიდა ქართლში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი