ახალი ამბები

ქუცნაშვილი: წითელ პარასკევს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში რომ არ ჩამოვა, ნორმალურია

17 აპრილი, 2014 • • 1223
ქუცნაშვილი: წითელ პარასკევს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში რომ არ ჩამოვა, ნორმალურია

ამის შესახებ მედიასთან კომენტარი დეპუტატმა შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის წერილის შეფასებისას გააკეთა. შს მინისტრი პარლამენტში გადატვირთული გრაფიკის გამო არ გამოცხადდა:  

“მიმაჩნია, რომ წითელ პარასკევს ქრისტიანები საქმით ნაკლებად უნდა დავკავდეთ. რაც შეეხება აღდგომის შემდეგ, მე მგონი, იქნება შეხვედრის შესაძლებლობა და არა მგონია, რომ ჩვენი მინისტრები გაურბოდნენ დეპუტატების შეკითხვებს. მით უმეტეს, ჩვენ ეს კულტურა დავნერგეთ. ასე რომ, წითელ პარასკევს რომ მინისტრი არ ჩამოვიდა, სრულებით ნორმალური მოვლენაა. აღდგომის შემდეგ ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი