ნეტგაზეთი | აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციული საზღვართან – ელიზაბეთ რუდი აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციული საზღვართან – ელიზაბეთ რუდი – Netgazeti
RU | GE  

აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციული საზღვართან – ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ეხმაურება ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების უკანონოდ მონტაჟის პროცესს და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს გმობს.

“აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, გაიყვანოს  ძალები ომამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და შესაძლებელი გახადოს ჰუმანიტარული მისიების წვდომა ამ რეგიონებში”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.