“უჩა ნანუაშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე იყო შემოსული ოფიციალური წერილი მისგან. გენერალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო მოკვლევა და თუ დადასტურდება რაიმე გადაცდომა მე–7 დაწესებულებაში თუ სადმე სხვაგან, მიღებული იქნება ძალიან მკაცრი, შესაბამისი გადაწყვეტილება. “

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აპრილის თვეში, დაახლოებით ათამდე ფაქტი დაფიქსირდა, როცა სახალხო დამცველის თნამშრომლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს.
უჩა ნანუშვილის განცხადებით, #7 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელებმა აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ გაერკვიათ რა ხდებოდა, თუმცა ზემოთ ხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა.
როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მე–7 და მე–15 დაწესებულებების ტერიტორიაზე შესვლისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაჟინებით სთხოვდნენ დაეტოვებინათ მაჯის საათები. სახალხო დამცველის განცხადებით, მის თნამშრომლებს საათები სამუშო პროცესში სჭირდებოდათ.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტები მიუთითებს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ სასჯელაღსრულების დეპრტამენტის თანამშრომლების დამოკიდებულებაზე და წარმოადგენს მათი საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას:
“ეს არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ აუცილებელია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ჩატარდეს სამსახურეობრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატარდეს.”







