ამის შესახებ სოზარ სუბარმა მედიას მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გიორგი ყავლაშვილი საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის განზრახ დაზიანებაში იყო ბრალდებული, მან პრემიის სახით დეკემბრის თვეში 17 125 ლარი აიღო.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელსა და მისი შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, სუბარმა განმარტა:
„არანაირი რადიკალური გადაწყვეტილება დარბაისელთან დაკავშირებით არ იგეგმება, მაგრამ ზოგადად არავინ არ არის მიკერებული თავის თანამდებობაზე. თუ ოდესმე დღის წესრიგში დადგება საკადრო ცვლილებები, მინდა გითხრათ, რომ ჩემზე არაფერი არ ყოფილა. მე ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილს ორჯერ და ერთხელ პრემიერ ირაკლი ღრიბაშვილს გადადგომის მოთხოვნით დიდი ხნის წინ მივმართე, მაგრამ ვაგრძელებ მუშობას” – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, მას დიმიტრი დარბაისელის მიერ განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე კითხვები ჰქონდა:
“ძლიან ბევრი კითხვა მეც მქონდა იმ საკადრო გადაწყვეტილებებთან, რასაც დარბაისიელი აკეთებდა. არა იმის გამო, რომ კანონდარღვევა იყო, არამედ პირადად ჩემთვის იქ იყო ზოგიერთი ისეთი პიროვნება და ბევრი შეიძლება დღესაც რჩება, რომლის დანიშვნაც მორალუარდ იყო მიუღებელი. ორი მათგანი დღეს გათავისუფლებულია. კადრების შერჩევა არის დეპარტამენტის უფროსის პრეროგატივა და მისი უფლებაა კადრების შერჩევა. შეთანხმება გვქონდა ასეთი, რომ თუ მას ჰქონდა ეს მისია მინდობილი, რომ სიტუაცია დალაგებულიყო, მაშინ უნდა ჰქონოდა გრკვეული თავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებებში. ამის მიუხედავდ, ბევრი საკადრო გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი”.
დიმიტრი დარბაისელი 2013 წლის 29 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი დარბაისელმა მიხეილ ღურწკაია შეცვალა







