ახალი ამბები

ეს ობიექტი შესაძლოა უცხოპლანეტელების კოსმოსური ზონდი იყოს – ჰარვარდელი მეცნიერები

7 ნოემბერი, 2018 • 2561
ეს ობიექტი შესაძლოა უცხოპლანეტელების კოსმოსური ზონდი იყოს – ჰარვარდელი მეცნიერები

იდუმალი, სიგარის ფორმის ობიექტი, რომელიც გასულ წელს ჩვენს მზის სისტემაში შენიშნეს, შესაძლოა უცხოპლანეტელების ზონდი იყოს, რომელიც დედამიწის შესასწავლად გამოგზავნეს – ამბობენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომები.

როგორც CNN წერს, ობიექტი პირველად 2017 წელს ჰავაიში მდებარე ტელესკოპმა დააფიქსირა. აღმოჩენის დღიდან მეცნიერები ვერ ახერხებდნენ აეხსნათ მისი უჩვეულო მახასიათებლები და ზუსტი წარმომავლობა.

თავდაპირველად მეცნიერებმა ის კომეტად მიიჩნიეს, მოგვიანებით ასტეროიდთა რიცხვს მიაკუთვნეს, თუმცა საბოლოოდ მის უნიკალურობაზე შეჯერდნენ და ინტერსტელარული ობიექტების ახალ კლასში შეიყვანეს.

ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ წაგრძელებული ფორმის მუქი წითელი შეფერილობის ობიექტი, რომლის სიგრძე 10-ჯერ აჭარბებს სიგანეს, არაბუნებრივი წარმოშობისაა.

თეორია ობიექტის “ჭარბ აჩქარებას” ეფუძნება. მეცნიერების შეფასებით, მისი სიჩქარე მზის სისტემაში მოგზაურობისას მოულოდნელად გაიზარდა. სამეცნიერო ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ობიექტის ხელოვნური წარმოშობით და განვითარებული ტექნოლოგიით შეიძლება აიხსნას, რომელზე გავლენაც მზის რადიაციამ მოახდინა.

თავდაპირველად სწრაფად მოძრავი მკრთალი სინათლე ჩვეულებრივი კომეტა ან ასტეროიდი იყო, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში წარმოიშვა. როგორც წესი, კომეტების აჩქარება მათ ზედაპირზე ვარსკვლავის ზემოქმედებით ყინულის გაცხელება იწვევს, მაგრამ მოცემულ ობიექტს ე.წ. კუდი არ ჰქონდა. ე.წ. კუდი კომეტის გარშემო წარმოქმნილი ატმოსფერო და მტვერია მისი დნობის პროცესში.

სანამ ობიექტი ჩვენი ხედვის არეალს დატოვებდა, სამი ღამის განმავლობაში რამდენიმე ტელესკოპით აკვირდებოდნენ.

ვრცლად ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის ახალი ნაშრომი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი