მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი, 21 დეკემბერს ღამის ცაზე ერთმანეთთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდება 1 226 წლის შემდეგ.
იშვიათ ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. მოვლენას ჰქვია “დიდი შეერთება”. ამ დროს გაზის გიგანტები ერთმანეთთან იმდენად ახლოს აღმოჩნდებიან, რომ ღამის ცაზე აღიბეჭდებიან ერთ კაშკაშა მანათობელ სხეულად.
მოვლენა შთამბეჭდავი იმითიც იქნება, რომ მათ შორის მინიმალური დისტანციის მიღწევა ემთხვევა ზამთრის ნაბუნიობას, წლის ყველაზე ხანგრძლივ ღამეს.

ნასას ფოტოსიმულაცია 21 დეკემბერს სამხრეთ-დასავლეთ ჰორიზონტზე ციური სხეულების განლაგების შესახებ.
მისი დანახვა მზის ჩასვლის შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთ ჰორიზონტზე იქნება შესაძლებელი, ყველაზე ხანგრძლივად კი ეს პროცესი ეკვატორიდან გამოჩნდება.